დიდუბის რაიონში მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება

დიდუბის რაიონში მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება

დიდუბის რაიონში მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამუშაოები წერეთლის გამზირ N105-სა და მე-3 კორპუსებთან მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდება წყალსადენისა და კანალიზაციის ყველა დიამეტრის მოძველებული ქსელი.

სამუშაოები უკვე დასრულდა წერეთლის გამზირ N111-სა და 113-ში, კერესელიძის ქ N1-ში, სამტრედიის მე-2 კორპუსთან, ბელიაშვილის ქ N40-ში, ასევე წერეთლის გამზირის მე-2 კორპუსთან. სამუშაოებს დიდუბის რაიონის დაკვეთით შ.პ.ს „გეოსერვის+ ახორციელებს.

მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდგომ დიდუბის რაიონის გამგეობა ყველა მისამართზე ასფალტის საფარს ეტაპობრივად დააგებს.

მიმდინარე წლის განმავლობაში დიდუბესა და დიღმის მასივში წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელები 31 მისამართზე შეიცვალა.