რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავაახლოვოთ ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ არაორდინალური ვიტყოდი, განსხვავებული ყველა წინა საპრეზიდენტო არჩევნებისგან. ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და დარჩება ასეთად. რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავაახლოვოთ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ორივე ადმინისტრაციის შემთხვევაში მგონია, რომ საქართველო მთლიანად შეერთებული შტატებისთვის, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, დარჩება ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანად ჩვენს რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ პირიქით, უფრო გაღრმავდება ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.