მიხეილ სააკაშვილმა რაც აქამდე იცოდა, უკრაინაშიც იმას აკეთებდა, მას ჭკუა არ მომატებია, - ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა საკითხის შეფასებისას განაცხადა.
როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის თანამდებობის დატოვება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„სააკაშვილს არც ჭკუა მომატებია და არც არაფერი. რაც იცოდა აქამდე, იმას აკეთებდა უკრაინაშიც, ანუ დაკავებული იყო ვერბალური და პიარ-ღონისძიებების ორგანიზებით. არ იყო ეფექტური მისი საქმიანობა. საქართველოში მას ეს 9 წელი გაუვიდა, უკრაინაში 1 წელზე ოდნავ მეტი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება დაიყოს „მიშისტებად“ და „გიგისტებად“.
„ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება დაიყოს ორი მიმართულებით – „მიშისტებად“ და „გიგისტებად“, ანუ გიგა ბოკერიას მხარდამჭერებად და ეს ყველაფერი გამოიხატება მათ დამოკიდებულებაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან თუ ოპონირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მისივე თქმით, ის, რომ სანდრა რულოვსი პარლამენტში არ შევიდა, გასაკვირი არ ყოფილა.