სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება პარტიისთვის ცნობილი იყო და არაფერი გაუგებარი ამ გადაწყვეტილებაში არაა, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანმა სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება დეპუტატის მანდატზე უარის თქმის შესახებ.
„ეს არის სანდრას პირადი გადაწყვეტილება, რომლის თაობაზეც ჩვენ ვიყავით ინფორმირებული. გუშინ გვქონდა ამ თემაზე კომუნიკაცია. მე სრულიად მესმის მისი, არაფერი გაუგებარი ამ გადაწყვეტილებაში არაა. პატივს ვცემთ მის პირად არჩევანს“, - განაცხადა რატიანმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სანდრა რულოვსის მხრიდან დეპუტატის მანდატზე უარის თქმის შემდეგ, პარლამენტში გიორგი ღვინიაშვილი შევა, რომელიც პარტიის პროპორციულ სიაში 28-ე ადგილს იკავებს.