ევროპარლამენტში საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელებენ

ევროპარლამენტში საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელებენ

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დღეს მსჯელობა ევროპარლამენტში გაიმართება. ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განხილვები გაიმართება საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.

არსებული ინფორმაციით, ევროდეპუტატების წინაშე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანა გომესი მოხსენებით წარდგება.