უკრაინის პრეზიდენტი სააკაშვილის გადაყენებას ჯერ კიდევ ზაფხულში აპირებდა

უკრაინის პრეზიდენტი სააკაშვილის გადაყენებას ჯერ კიდევ ზაფხულში აპირებდა

უკრაინის პრეზიდენტი ზაფხულში აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, მაგრამ გადაწყვეტილება გადადო. მან კი "დასწრებაზე ითამაშა", განუცხადეს ჟურნალისტებს პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში.

"გადაყენება ზაფხულში მზადდებოდა, მაგრამ პრეზიდენტთან სააკაშვილის პირადი შეხვედრის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება ამ პროცედურის გადადების შესახებ, რათა სააკაშვილს მთელი რიგი მოთხოვნები შეესრულებინა" , - აცნობეს ჟურნალისტებს ადმინისტრაციაში.

"მოთხოვნები არ შესრულებულა. სააკაშვილმა უბრალოდ დასწრებაზე ითამაშა. ლამაზად გამოიყვანა სიტუაცია, თითქოს კიარ გაუშვეს - თავად წავიდა", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

სააკაშვილმა ორშაბათს თაბანდებობიდან წასვლა უკრაინაში კორუფციის მაღალი დონით ახსნა. 

საქართველოში ყოფილი პრეზიდენტი სისხლის სამსრთლის კოდექსის ოთხი მუხლით იძებნება. მას 11-წლიანი პატიმრობა ემუქრება. მისი უკრაინაში ყოფნის გამო კიევსა და თვილისს შორის ურთიერთობებში პრობლემები შეიქმნა.