თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია „აბსურდულს“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტროში თინა ხიდაშელის მინისტრობის პერიოდის შესწავლა დაიწყო.
ამ საკითხზე იზორიამ დღეს ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა.
"ეს აბსურია. სამინისტროს ფარგლებში არავითარი მსგავსი რამ არ ხდება. არანაირი გამოძიება არ დაწყებულა", - განაცხადა ლევან იზორიამ.