Times - სტოლტენბერგის თქმით, რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ნატო-ს ასი ათასობით სამხედრო საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმში იქნება გადაყვანილი

Times - სტოლტენბერგის თქმით, რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ნატო-ს ასი ათასობით სამხედრო საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმში იქნება გადაყვანილი

რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ნატო-ს ასი ათასობით სამხედრო მოსამსახურე საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმში იქნება გადაყვანილი - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სურს, მოამზადოს არსებითი სახმელეთო ძალები, რომლებიც რუსეთის აგრესიის შეკავებას შეძლებენ, - აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოცემა Times-სთან საუბარში განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ რუსეთი, რომელიც ბევრი მიმართულებით გააქტიურდა. ჩვენ ვნახეთ უფრო ხისტი რუსეთი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სამხედრო პოტენციალს არსებითად აძლიერებს, რომელმაც 2 000 წლის შემდეგ თავდაცვის ხარჯები გაასამმაგა, ავითარებს ახალ სამხედრო შესაძლებლობებს, წვრთნის საკუთარ ძალებს და იყენებს სამხედრო ძალას მეზობლების წინააღმდეგ. ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთი, რომელიც ევროპაში, ნატო-ს მოკავშირე ქვყენებში პროპაგანდას იყენებს და სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ რეაგირებს ნატო. ჩვენ ვპასუხობთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი გაძლიერებით ცივი ომის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც Times-თან საუბარში ნატო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ადამ ტომსონმა განაცხადა, ნატო-ს გეგმაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, 300 000-მდე ჯარისკაცისგან შემდგარი ძალების მობილიზება ორ თვეში შეძლოს. ამჟამად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ამისთვის დაახლოებით 6 თვე სჭირდება.