ნატო-ს ყველა წევრი აღნიშნავს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები საერთო ჯამში იყო საქართველოს წარმატება

ნატო-ს ყველა წევრი აღნიშნავს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები საერთო ჯამში იყო საქართველოს წარმატება

„საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, მაგრამ იყო ახალგაზრდა, არ ნიშნავს, რომ რაღაცების კარგად გაკეთება არ შეგეძლოს“ - ამის შესახებ  ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ,  8 ოქტომბრის არჩევნების შეფასებისას, -საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. 

აპატურაი აცხადებს, რომ კარგად ორგანიზებული არჩევნები საქართველოში უკევ ტრადიციად იქცა.

„საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა არჩევნები და განაცხადა, რომ კარგად ორგანიზებულად ჩატარდა. მიხარია, რომ კარგად ორგანიზებული არჩევნები ტრადიციად იქცა საქართველოში. ეს შესანიშნავი ახალი ამბავია. იყო ინციდენტები, მნიშვნელოვანია,  მათი გამოძიება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და პატივისცემით. საქართველოს და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორი მთავრობა ეყოლება ქვეყანას. ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით მუშაობის დაწყებას ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან, მათთან, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს“, - განაცხადა აპატურაიმ.

მისივე თქმით, ნატო-ს ყველა წევრი აღნიშნავს, რომ ჩატარებული არჩევნები საერთო ჯამში იყო საქართველოს წარმატება.