„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების განცხადება არანაირ თანხვედრაში არ არის „თავისუფალი დემოკრატების

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების განცხადება არანაირ თანხვედრაში არ არის „თავისუფალი დემოკრატების" პოზიციასთან

„თავისუფალი დემოკრატები“ არც ერთი პარტიის მხარდაჭერისკენ არ მოვუწოდებთ არც ერთ მოქალაქეს, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების განცხადება არანაირ თანხვედრაში არ არის „თავისუფალი დემოკრატების" პოზიციასთან.

„პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ მოსახლეობას და მოქალაქეებს ვაფრთხილებთ, საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეზე. ყოველთვის საფრთხეა, როდესაც ერთი გუნდის ხელში ხდება ასეთი ძალაუფლების კონსოლიდაცია, მაგრამ ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ არც ერთი პარტიის მხარდაჭერისკენ არ მოვუწოდებთ არც ერთ მოქალაქეს, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოქალაქეებმა თვითონ უნდა გააცნობიერონ საფრთხეები, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, გააკეთონ არჩევანი და პასუხისმგებლობა აიღონ ამ არჩევანზე. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ მოვუწოდებთ მხოლოდ „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის ჭიათურაში თემურ გაფრინდაშვილის მხარდაჭერისკენ და ჩვენ ყველანი ჩავალთ იქ და ერთად ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის”, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.