მინდა ნათლად გასაგები იყოს ყველასთვის - ჩვენ არა ვართ ოპოზიციაში და არა ვართ ხელისუფლებაში

მინდა ნათლად გასაგები იყოს ყველასთვის - ჩვენ არა ვართ ოპოზიციაში და არა ვართ ხელისუფლებაში

მინდა ნათლად გასაგები იყოს ყველასთვის - ჩვენ არა ვართ ოპოზიციაში და არა ვართ ხელისუფლებაში, - ამის შესახებ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წარმომადგენელმა, დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

“ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა აბსოლუტურად რეალისტურია - ჩვენ არა ვართ ოპოზიციაში და არა ვართ ხელისუფლებაში. მინდა, რომ ეს ნათლად გასაგები იყოს ყველასთვის. პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ წევრები აღარ ვართ, პარტიულად აღარ ვსაქმიანობთ. ამიტომ არ ვართ ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში. არანაირი შემოთავაზებები და არავისთან არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს“, - განაცხადა აბაშიძემ. 

ზურაბ აბაშიძემ ბრიფინგი დავით ონოფრიშვილთან და გიორგი ცაგარეიშვილთან ერთად გამართა.