გერმანიაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ჩეჩნების ჯგუფი დააკავეს

გერმანიაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ჩეჩნების ჯგუფი დააკავეს

გერმანიაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ჩეჩნების ჯგუფი დააკავეს. პოლიციის ცნობით, ყველა მათგანი ტერორისტული საქმიანობის დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი.

ანტიტერორისტული ოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. 
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, 2015 წლიდან პოლიცია რუსეთის მოქალაქეს, 28 წლის ეთნიკურ ჩეჩენს აკვირდებოდა, რომელიც, გამოძიების თანახმად, სირიაში გამგზავრებას და დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებას გეგმავდა. 

გამოძიების დროს პოლიციელებმა დაადგინეს, რომ 10 ჩეჩენი მამაკაცი და 3 ქალი, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფრის მიღებაზე ჰქონდათ შეტანილი განაცხადი, სავარაუდოდ, ტერორისტებს ფინანსურ დახმარებას უწევდა.