სიღნაღში და დედოფლისწყაროში დილიდან თოვს. თოვლის საფარმა რამდენიმე სანტიმეტრს მიაღწია ბოდბესა და ნუკრიანში. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ჯანიკშვილის თქმით, უამინდობას პრობლემები არ შეუქმნია მგზავრებისთვის და სიღნაღში მყოფი ტურისტებისთვის.
,,დილიდან თოვს, მაგრამ გზებზე თოვლი არ არის და ავტომობილების გადაადგილება შეუფერხებლად ხდება. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ უამინდობა გაგრძელდა, მობილიზებულია ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური იმისთვის, რომ გზების გაწმენდა დროულად მოხერხდეს“,- აცხადებს დავით ჯანიკაშვილი.