დიდი ალბათობით, დავით რაქვიაშვილი იქნება საკუთარი როლის წარმატებული შემსრულებელი

დიდი ალბათობით, დავით რაქვიაშვილი იქნება საკუთარი როლის წარმატებული შემსრულებელი

ის ფაქტი, რომ პრეზიდენტს მისსავე შემოთავაზებული უშიშროების საბჭოს მდივანთან აკავშირებს 30 წლიანი ურთიერთობა, მიანიშნებს იმაზე, რომ თავად პრეზიდენტის პირადი პასუხისმგებლობა უფრო მაღალია საბჭოს შედეგიან საქმიანობაზე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა ”ინტერპრესნიუსს” უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე პრეზიდენტის მიერ დავით რაქვიაშვილის დანიშვნის საკითხზე შეფასებისას განუცხადა.

როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, ის პირადად არ იცნობს დავით რაქვიაშვილს.

”მე პირველად დავინახე ეს პიროვნება ხანმოკლე სატელევიზიო გამოსვლისას. მისი საქმიანობის შესახებ გავიგეთ ყველამ პრეზიდენტისგან. თვითონ ის ფაქტი, რომ პრეზიდენტს მისსავე შემოთავაზებულ უშიშროების საბჭოს მდივანთან აკავშირებს 30 წლიანი ურთიერთობა, მიმანიშნებს იმაზე, რომ თავად პრეზიდენტის პირადი პასუხისმგებლობა უფრო მაღალია საბჭოს შედეგიან საქმიანობაზე.

თავისთავად, ბატონი დავითის მიერ განვლილი გზა არის მრავალფეროვანი და დიდი ალბათობით, იქნება წარმატებული შემსრულებელი საკუთარი როლის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. რაიმე სახის წუნი ძნელად წარმოსადგენია ასეთი კანდიდატის მიმართ, მითუმეტს როდესაც, გამოცდილება აქვს საკმარისი იმისთვის, რომ წარმატებით წარმართოს საკუთარი საქმიანობა”, - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დავით რაქვიაშვილი დანიშნა.