საქართველოს პარლამენტში, 25 ოქტომბერს 14:00 საათზე "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრები, ზურაბ აბაშიძე, გია ცაგარეიშვილი და დავით ონოფრიშვილი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.
პრესკონფერენციის მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნების მოახლოებული მეორე ტური იქნება.
"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრები სავარაუდოდ გაემიჯნებიან იმ მოწოდებას, რომელის მიხედვითაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამომრჩევლებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური მაჟორიტარი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
გარდა ამისა, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრები ხვალინდელ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას საკუთარი 4 წლიანი მუშაობის ანგარიშსაც ჩააბარებენ.
2030.news-ის ინფორმაციით, საგანგებო ბრიფინგის გამართვას „თავისუფალი დემოკრატების“ კიდევ ერთი ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძეც აპირებს.