”ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგი კაპანაძე უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს დავით რაქვიაშვილს თავისი საქმის მცოდნედ და კარგ პროფესიონალად აფასებს.
როგორც სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ჰქონდათ პატივი ერთად ყოფილიყვნენ საქართველოს დელეგაციაში ჟენევის დისკუსიებში, როდესაც რაქვიაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო.
”მე ვახასიათებ მას, როგორც კარგ პროფესიონალს და თავის საქმის მცოდნე ადამიანს და მინდა წარმატება ვუსურვო ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ”ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანა არის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დაკნინება და უშიშროების საბჭოს როლის შესუსტება. იცით რომ ორი უშიშროების საბჭო არსებობს, ამიტომ ამ ფონზე მას საკმაოდ საპასუხისმგებლო, მაგრამ ამავდროულად რთული ამოცანები და საქმე ექნება”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დავით რაქვიაშვილი დანიშნა.