ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში წმინდანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გაიმართა კონფერენცია.
მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. სხვადახვა სოფლის წარმომადგენლებმა სპეციალურად მოწყობილ კუთხეებში ადგილობრივი წარმოების პროდუქტები გამოფინეს. გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების: ,,გორდელაძეების ოჯახი,“ ,,რეხეული,“ ,,ლაზარე,“ „ურეკი,“ „ზენაარის“ კონცერტი. დაჯილდოვდნენ ლიხაურში მცხოვრები საპატიო მოქალაქეები. სპეციალური ჯილდო და სიგელები მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ გადასცა.
„ ტრადიციულად, „ექვთიმეობის“ დღესასწაულს სახავასხვა კულტურული ღონისძიებებით ავღნიშნავთ, ვმასპინძლობთ საპატიო სტუმრებს და ვაჯილდოვებთ სოფლის კოლორიტებს, დამსახურებულ პედაგოგებსა და იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკურებული მირწევები აქვთ. პატივს მივაგებთ ექვთიმე ღვთისკაცის ხსოვნას, რომლის ღვაწლიც განუუზომელია ჩვენი ქვეყნის წინაშე,“ - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
საზეიმო ღონისძიებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის , ასევე ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით 16:00 საათიდან დაიწყო და "ქუჩის მუსიკოსებისა" და მომღერალ სოფო ბედიას გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.