ევროპის ჩემპიონის ემოციური წერილი მამის მხარდასაჭერად

ევროპის ჩემპიონის ემოციური წერილი მამის მხარდასაჭერად

პირველ რიგში ყველას მოგესალმებით, ჩემს მეგობრებს,უბრალოდ ნაცნობებს და გულშემატკივრებს. დღეს პირველად მინდა გამოვიყენო , ჩემი ტიტული და მოგმართოთ როგორც ევროპის ჩემპიონმა მოკრივემ. ადამიანი რომელიც სურათზეა გამოსახული არის მამაჩემი , გიორგი ბეგაძე. პიროვნება რომელიც იბრძვის უკეთესი მომავლისთვის და კეთილდღეობისთვის. მე არ დავიწყებ მის გამოცდილებაზე და თვისებებზე ლაპარაკს, უბრალოდ მე როგორც მისი შუათანა ვაჟი გეტყვით რომ, ის არის საუკეთესო და მისაბაძი მამა , მისი სამივე შვილისთვის. მე დარწმუნებული ვარ რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში (P.S დარწმუნებული ვარ ასეც იქნება) ის შეასრულებს ყველა იმ დაპირებას, რომელიც დაპირდა რუსთაველებს. არამხოლოდ იმიტომ რომ, მას დეპუტატობა ამას დაავალდებულებს ,არამედ იმიტომ რომ ის არის კაცი,რომელიც თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებდა და შეასრულებს. მე როგორც სპორტსმენი დარმწუნებული ვარ რომ ,შემდეგი 4 წელი უფრო უკეთეს გარემოში ივარჯიშებენ რუსთაველი სპორტსმენები, მე როგორც რუსთაველი ახალგაზრდა დარმწუნებული ვარ რომ შემდეგი 4 წელი და მერეც რუსთაველ ახალგაზრდებს ექნებათ უკეთესი გარემო და რათქმა უნდა შესაძლებლობა სასიამოვნოდ გაატარონ თავისუფალი დრო მეგობრებთან ერთად. მე როგორც უბრალოდ მოქალაქე, დარმწუნებული ვარ რომ გიორგი ბეგაძე გააკეთებს ყველაფერს ,ყველა რუსთაველისთვის. მე მოგიწოდებთ მხარი დავუჭიროთ გიორგი ბეგაძეს , 30 ოქტომბერს წავიდეთ არჩევნებზე ,შემოვხაზოთ ნომერი 41 ! ეს იქნება თქვენი შეტანილი წვლილი რუსთავის განვითარებასა და კეთილდღეობაში. წინასწარ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და მაპატიეთ თუ ძვირფასი წუთები წაგართვით.