კანდიდატურის მოხსნის მიუხედავად, სანდრა რულოვსი საარჩევნო ბიულეტენში მეორე ტურის მონაწილე კანდიდატად მაინც რჩება

კანდიდატურის მოხსნის მიუხედავად, სანდრა რულოვსი საარჩევნო ბიულეტენში მეორე ტურის მონაწილე კანდიდატად მაინც რჩება

იმ შემთხვევაში, თუ სანდრა რულოვსი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, მისი მონაცემები ბიულეტენში მაინც შეტანილი იქნება.

კანონმდებლობით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი და მათი ჩანაცვლება მესამე ან მეოთხე ადგილზე მყოფი კანდიდატით არ ხდება.

თუ რომელიმე კანდიდატს არ ექნება სურვილი არჩევნების მეორე ტურში მიიღოს მონაწილეობა, მისი მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში მაინც იქნება მითითებული. თუკი კანდიდატი მეორე ტურში გაიმარჯვებს და უარს განაცხადებს საკუთარ მანდატზე, შუალედური არჩევნები ჩატარდება.

ამასთან, თუკი არჩევნების მეორე ტურში კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელმაც პირველ ტურში ხმების უფრო მეტი რაოდენობა დააგროვა.

ამ დროისათვის, ცნობილია, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა ლუროვსი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც, რომელიც გორში იყრიდა კენჭს.