პეტრო პოროშენკო იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის პროცედურებს 24 ნოებრამდე დაასრულებს

პეტრო პოროშენკო იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის პროცედურებს 24 ნოებრამდე დაასრულებს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის პროცედურებს 24 ნოებრამდე დაასრულებს. ამის შესახებ პოროშენკომ უკრაინული ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ეს 24 ნოემბერს მოხდება. რატომ? იმიტომ რომ 24 ნოემბერს უკრაინა-ევროკავშირის სამიტი გაიმართება. ჩვენ შევთანმხდით, რომ ამ სამიტზე დოკუმენტები მზად იქნება", - განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.

პეტრო პორშენკოს განცხადებით, ევროპარლამენტის წევრთა უმრავლეოსბა უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარს უჭერს. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი აქამდე იმიტომ არ გადაწყდა, რომ ევროპარლამენტი და ევროკომისია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე ვერ შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს სექტემბრის ბოლოს დაუჭირა მხარი.