სალომე ზურაბიშვილი:   ვულოცავ სამეგრელოს ღირსეულ არჩევანს

სალომე ზურაბიშვილი: ვულოცავ სამეგრელოს ღირსეულ არჩევანს

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, მეგრელებს ზუგდიდში ჩატარებული განმეორებითი არჩევნების შედეგებს ულოცავს.

ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ "ამით სრულდება კიდევ ერთი მითი მეგრელების "მიშისტობის".

"ვულოცავ სამეგრელოს ღირსეულ არჩევანს. არც სანდრა, არც მიშა. ამით სრულდება კიდევ ერთი მითი - მეგრელების "მიშისტობის",-წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი კენჭისყრა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ საარჩევნო უბანზე და სოფელ განმუხურის ერთ საარჩევნო უბანზე 22 ოქტომბერს ჩატარდა.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით სამივე უბანზე არჩევნების მეორე ტური გაიმართება.