ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ სამხედროს დღეს ნინოწმინდაში დაკრძალავენ

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ სამხედროს დღეს ნინოწმინდაში დაკრძალავენ

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ სამხედროს აკოპ მალხასიანს დღეს სოფელ ნინოწმინდაში დაკრძალავენ. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სამინისტრო სრულად დაფარავს. 

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მწუხარება გამოთქვა, რიგით აკოპ მალხასიანის გარდაცვალების გამო და ოჯახს დახმარება აღუთქვა. 
სამინისტროს ინფორმაციით, აკოპ მალხასიანს სოფელ ნინოწმინდაში ორშაბათს დაკრძალავენ. გარდაცვლილის ოჯახში იმყოფებოდა ლოგისტიკის სარდლობა და ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია. 

დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, “კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიდან ნაწილი გორის ჰოსპიტალში, ნაწილი კი თბილისში არიან მოთავსებულები. 

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.