მანანა კობახიძე:  მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პარტიასაც აღარ უნდა

მანანა კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პარტიასაც აღარ უნდა

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მანანა კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დამარცხებულია, რადგან ის საკუთარ პარტიაშიც აღარ სჭირდებათ.

კობახიძის თქმით, საზოგადოებას ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და ის მძიმე წარსულთან ასოცირდება.

"მიხეილ სააკაშვილი თითონ არის უკვე დამარცხებული, მგონია, ის საკუთარ პარტიასაც აღარ უნდა. ისინი ცდილობენ მისგან გათავისუფლებას, მაგრამ, როგორც ჩანს, რთულია. რამდენჯერაც მიშა თავისი სელფვიდეოებით ჩნდება, ეს "ნაციონალური მოძრაობისთვის" ზიანის მომტანია. საზოგადოებას აქვს მხოლოდ უარყოფითი და მძიმე წარსულის ასოციაცია, სააკაშვილის პერსონის მიმართ, თუ შეიძლება მას პერსონა უწოდო",- განაცხადა კობახიძემ "პირველთან" საუბრისას.