"ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებაზე: კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო

"ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია აცხადებს, რომ სანდარ რულოვსის გადაწყვეტილება ერთ ანდაზას ახსენებს -  კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო.

ლაშა გვასალიამ კომენტარი გააკეთა სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებაზე. როგორც გვასალიამ აღნიშნა, სანდრა რულოვსი დარწმუნა, რომ ზუგდიდში მხარს არ უჭერენ.

"ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვიცოდით, რომ ყოველთვის გამარჯვებულები ვიყავით, ვიცოდით ჩვენი რეიტინგი, ამიტომაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. რასაც ქალბატონი სანდრა აცხადებს და მიზეზად ასახელებს, თითქოს მას რაღაც გაუყალბეს ან წინააღმდეგობა იყო, ეს ერთ ანდაზას მახსენებს - კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო.  ქალბატონ სანდრასაც, რომ გამოეჩინა თავი და, რა თქმა უნდა, ხელს არავინ არ უშლიდა, მაგრამ მან დაინახა და დარწმუნდა, რომ მხარს არ უჭერდნენ",-აღნიშნა ლაშა გვასალიამ.