ჩემთვის ნამდვილად გულსატკენია და სამწუხაროა, რომ სანდრა რულოვსი არჩევს, განერიდოს ბრძოლის ამ ეტაპს

ჩემთვის ნამდვილად გულსატკენია და სამწუხაროა, რომ სანდრა რულოვსი არჩევს, განერიდოს ბრძოლის ამ ეტაპს

ჩემთვის ნამდვილად გულსატკენია და სამწუხაროა, რომ სანდრა რულოვსი ასე უყურებს ამ პროცესს და იგი არჩევს, უბრალოდ განერიდოს ბრძოლის ამ ეტაპს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, სანდრა რულოვსის მიერ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა მისთვის მიუღებელია.

„ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის, როგორც ერთ-ერთი წევრისთვის ამ პოლიტიკური გაერთიანების, ნამდვილად გულსატკენია და სამწუხაროა, რომ ქალბატონი სანდრა ასე უყურებს ამ პროცესს და იგი არჩევს, უბრალოდ განერიდოს ბრძოლის ამ ეტაპს. ჩემთვის ნამდვილად მიუღებელია. მე ვარ ახლა ქალაქ ზუგდიდში და ვაგრძელებ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.