"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ვერ აკონკრეტებს, მეორე ტურის მსგავსად, იტყვის თუ არა პარტიის საარჩევნო სიის მე-2 ნომერი სანდრა რულოვსი უარს პარლამენტში შესვლაზე.
როგორც გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამაზე კითხვით უნდა მიმართონ თავად სანდრა რულოვსს.
"პარლამენტში შევა თუ არა, ეს უნდა ჰკითხოთ თავად ქალბატონ სანდრას. მან მიიღო ერთი გადაწყვეტილება და მიიღებს ალბათ მეორესაც",-განმარტა თარგამაძემ.