ზესტაფონის მაჟორიტარობის ყოფილმა კანდიდატმა, ილია კოკაიამ, საკუთარი მხარდამჭერები მუნიციპალიტეტის, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შეკრიბა და განუცხადა, რომ მეორე ტურის არჩევნებზე მხარი მმართველი პოლიტიკური ძალის კანდიდატს, შალვა კიკნაველიძეს დაუჭირონ.
კოკაიას თქმით, "ქართული ოცნების" კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები შეძლებენ, მას ყველა იმ პირობის შესრულება მოთხოვონ, რასაც კიკნაველიძე წინასაარჩევნოდ პირდება ამომრჩეველს.
შეგახსნებთ, რომ ილია კოკაია ზესტაფონის მაჟორიტარობისთვის იბრძოდა, თუმცა მეორე ტურისთვის საჭირო ხმების მოგროვება ვერ შეძლო.