"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მანანა კობახიძის განცხადებით, ზუგდიდში, სანდრა რულოვსის კანდიდატურის მოხსნა, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკუთარი დამარცხების აღიარებაა.
მანანა კობახიძე, "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ კანდიდატურის მოხსნას დადებითად აფასებს, რადგან მისი თქმით, "ნაცმოძრაობის" მითი, თითქოს მათი გამარჯვება სამეგრელოდან იწყება, დაიმსხვრა".
"ეს არის "ნაცმოძრაობის" მხრიდან მარცხის აღიარება. განმეორებით არჩევნებზე "ქართული ოცნების" კანდიდატმა, ედიშერ თოლორაიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, აქედან გამომდინარე, რულოვსმა იცის, რომ მეორე ტურშიც დამარცხდება. ამიტომ, მარცხის კიდევ ერთხელ განცდა არ უნდა. თან თუ მას სურვილი ექნება, პარლამენტში მოხვედრა გარანტირებული აქვს, რადგან სიაში მეორე ადგილზეა, თუმცა ამაშიც დარწმუნებული არ ვარ, რადგან მის ნაცვლად გადაწყვეტილებას სააკაშვილი იღებს",- განაცხადა "პირველთან" საუბარში კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და ის მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს.