აშშ-ს უმაღლესი არმიის სარდლობამ საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტული გადაწყვეტილება გამოაცხადა

აშშ-ს უმაღლესი არმიის სარდლობამ საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტული გადაწყვეტილება გამოაცხადა

აშშ-ს მთავრობა უცხოურ მედიაში გამოქვეყნებულ მასალაზე განმარტებას PIA-სთან აკეთებს.

ამერიკელი სამხედროები სიტყვიდან მოქმედებაზე გადავიდნენ და საქართველოში პოზიციების გასამაგრებლად ემზადებიან - ამ შინაარსის სტატია როგორც ცნობილია, გასულ კვირას გამოქვეყნდა.

მასალის საფუძვლად მოყვანილია ის ფაქტი, რომ "აშშ-ს არმიის ინჟინერთა კორპუსმა დაიწყო ბიზნესგეგმის შემუშავება, რომლის მიზანიც აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს საჭიროებისათვის შენობების ასაშენებლად კერძო კონტრაქტორების მოწვევაა.

სტატის თანახმად, აუცილებელია, საქართველოს ტერიტორიაზე აშენდეს ადმინისტრაციული შენობები და ინფრასტრუქტურა, მათ შორის ტრენინგცენტრები, თვითმფრიონავების ანგარი, სახანძრო სადგურები, ოფისები, ლაბორატორიები, სასადილოები და ტექნიკის სარემონტო და შესანახი შენობა".

სწორედ ამ საკითხზე მიმართა საინფორმაციო სააგენტო "პირველმა" ამერიკის საელჩოს და თხოვა, დაეფიქსირებინა აშშ-ს პოზიცია გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით.

"ახლახან, აშშ-ს არმიის ინჟინერთა კორპუსმა შუამდგომლობით მიმართა ადგილობრივ ფირმებს, წარმოადგინონ განცხადებები ჰუმანიტარული დახმარების პროექტებზე სათანამშრომლოდ.

ეს პროექტები მოიცავს გზების, სკოლებისა და საავადმყოფოების შეკეთებას, ასევე წყალდიდობისგან თავდაცვის კონტროლს - ეს იქნება ხუთწლიანი მრავალმილიონიანი წამოწყების ნაწილი საქართველოში ამერიკის მთავრობის მიერ ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების ხანგრძლივი ისტორიის გასაგრძლებლად", - ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობის განმარტებაში.

ცნობისათვის, აშშ არმიის ინჟინერთა კორპუსი (USACE) არის ფედერალური სააგენტო, რომელიც  დაქვემდებარებულია აშშ თავდაცვის დეპარტამენტსა და უმაღლესი არმიის სარდლობას. იგი აერთიანებს 36,500 სამოქალაქო და სამხედრო პერსონალს, ქმნის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საზოგადოებრივ საინჟინრო, საპროექტო და სამშენებლო ხელმძღვანელ სააგენტოს. 1802 წელს USACE ჩამოყალიბდა როგორც არმიის ცალკე განყოფილება.

აშშ არმიის ინჟინერთა კორპუსის სათაო ოფისი მდებარეობს ვაშინგტონში. USACE ჩართულია ფართო საინჟინრო საქმიანობაში მსოფლიოს გარშემო.

"ჩვენი მიზანია, გავსწიოთ საციცოცხლო სამოქალაქო და სამხედრო საინჟინრო სერვისები; პარტნიორობა მშვიდობისა და ომის დროს, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ერის უსაფრთხოება, გავაძლიეროთ ეკონომიკა და შევამციროთ უბედური შემთხვევების რისკები", - ვკითხულობთ USACE-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

აშშ არმიის ინჟინერთა კორპუსი გეოგრაფიულად დაყოფილია რვა მუდმივ დივიზიად. ყოველ დივიზიაში არის რამდენიმე რეგიონი. აშშ არმიის ინჟინერთა კორპუსი (USACE ) კავკასიის საპროექტო ოფისი მიეკუთვნება ევროპის რეგიონს; იგი დაარსებულია 2002 წელს.

როგორც საპროექტო/სამშენებლო სააგენტო აშშ არმიის ინჟინერთა კორპუსი უზრუნველყოფს ამერიკის საელჩოს დახმარების პროექტების განხორციელებას საქართველო, სომხეთსა და აზერბაიჯანში; ინფრასტრუქტურის მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფს პროექტების მართვას დამკვეთათვის. USACE ეხმარება თავის დამკვეთებს გადაჭრან ინჟინრული საკითხები, დახმარებას უწევს დაგეგმარება-პროექტირებით, ინფრასტრუქტურის მოთხოვნებისა და გარემო პირობების შესაბამისი მშენებლობით.

დამკვეთები არიან საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიურო; აშშ ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური; ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა, აშშ სააგენტო საერთაშორისო განვითარებისათვის.