"ქართული ოცნების" წევრის მანანა კობახიძის ინფორმაციით, ზუგდიდის განმეორებით არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" მოიგო.
აღნიშნულის შესახებ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს და ამომრჩევლებს გამარჯვებას ულოცავს.
არის, განმუხურიც და ჯიხაშკარიც, "ოცნება" იგებს. საქართველო იგებს, დღეს, სამეგრელომ ღირსება დაიცვა. ვულოცავ ყველას კიდევ ერთ, დიდ გამარჯვებას",-წერს მანანა კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი კენჭისყრა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ საარჩევნო უბანზე და სოფელ განმუხურის ერთ საარჩევნო უბანზე ჩატარდა. ასევე, განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ საარჩევნო უბანზე.
ამასთან, ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგლებლების რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდა.