”ნაციონალ;ური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის განცხადებით, მარნეულის 48-ე უბანზე დაფიქსირებული შედეგი მოსალოდნელი იყო. როგორც რატიანმა მარნეულის 48-ე საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების შეფასებისას განაცხადა, მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისა და ტერორისა, ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა მობილიზება შესძლეს და მათმა კანდიდატმა გაიმარჯვა.
”აქ პირველი ტური ჩაიშალა, რადგან „ოცნების“ ხელისუფლება ხედავდა, რომ ამ უბანზე აკმამედ იმამკულიევი იმარჯვებდა - სწორედ ამიტომ ჩაშალა აქ არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ სპეცრაზმის საშუალებით სოფელში ტერორი დაიწყო, ამ ადამიანებმა, ჩვენმა მხარდამჭერებმა შესძლეს მობილიზება და იმამკულიევმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ზეწოლებისა და ძალადობის მიუხედავად, როდესაც არის ასეთი მობილიზება და გამარჯკვებისკენ სწრაფვა, ამას ვერაფერი შეაჩერებს”, - განაცხადა სერგო რატიანმა.
წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე იმამკულიევმა 378 ხმა მიიღო, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატმა თეიმურაზ ნავერიანმა - 307 ხმა.