„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი თამაზ ნავერიანი აცხადებს, რომ მარნეულში 30 ოქტომებრს მეორე ტური გაიმართება.
როგორც თამაზ ნავერიანმა განაცხადა, მთავარია, ყიზილაჯლოში საარჩევნო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
“მთავარია, რომ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, ეს იყო ჩვენთვის უმთავრესი. 30 ოქტომბერს მეორე ტური გაიმართება და აუცილებლად გავარკვევთ, ვინ იქნება გამარჯვებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოვიგებთ”, - განაცხადა ნავერიანმა.
მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევის 378, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა 307 ხმა მიიღო.