მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევის 378, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა 307 ხმა მიიღო.
როგორც 2030.news-ის ჟურნალისტი ყიზილაჯლოდან იუწყება, საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესი უკვე დასრულდა.
ამასთან, ჯერ არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია მეორე ტურთან დაკავშირებით.