ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ზუგდიდის ორივე საარჩევნო უბანზე, განმუხურსა და ჯიხაშკარში განმეორებითი კენჭისყრაში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ გაიმარჯვა.
კერძოდ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, განმუხურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ 285 ხმა მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სანდრა რულოვსმა - 156.
ჯიხაშკარში "ქართული ოცნების" წარმომადგენელს ედიშერ თოლორაიას 309 ხმა მიიღო, სანდრა რულოვსმა -117.
საოლქო საარჩევნო კომისიებს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, აგრეთვე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია მეორე ტურთან დაკავშირებით.