განმუხურის საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესი დასრულდა.
როგორც 2030.news-ის ჟურნალისტი განმუხურუდან იუწყება, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ 285 ხმა მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 156.
სხვა კანდიდატებზე ხმები ასე გადანაწილდა: ირაკლი ჩანგელია - 1ხმა; რამაზ ჩაჩიბაია - 1ხმა; ბესიკ თოდუა - 4 ხმა; ჯონი ზარანდია - 2ხმა;
არჩევნებში მონაწილეობა 461-მა ამომრჩეველმა მიიღო. 12 ბიულეტენი გაბათილდა.
ამასთან, ჯერ არ გაკეთებულა ოფიციალური კომენტარი გაიმართება თუ არა ზუგდიდის საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური.