8 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ

8 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა იმგვარად, რომ გამოხატა ხალხის ნება, ლეგიტიმურობა ამ პროცესის ჩვენ არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ, - ამის შესახებ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში -  „დიანა ტრაპაიძის შეკითხვის დრო“ განაცხადა.

როგორც ლორა თორტონმა აღნიშნა, NDI-ის გუშინ გავრცელებულმა შეფასებებმა და რეკომენდაციებმა ერთგვარი გაურკვევლობა გამოიწვია.

„პროცესი 8 ოქტომბერს ჩატარდა იმგვარად, რომ გამოხატა ხალხის ნება, ლეგიტიმურობა ამ პროცესის ჩვენ არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ, არასოდეს არ გვითქვამს მსგავსი რამ. ჩვენ უბრალოდ ვთქვით, რომ პროცესში არსებობდა რაღაც ტიპის პრობლემები. მაგალითად  - ადმინისტრაციული პრობლემები, რომელიც უბნებზე იყო. შესაძლოა, მსგავსი ტიპის ადმინისტრაციულმა პრობლემამ მომავალში გამოიწვიოს რაღაცა ტიპის პრობლემები. ჩვენ ვსაუბრობდით მომავალზე, მომავალ არჩევნებზე, რაც საჭიროებს რაღაც ტიპის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.

მისივე თქმით, NDI-მ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, სადაც არჩევნებში ჩართულ ადამიანებს ძალადობისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

"არჩევნებში ჩართულ ადამიანებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ძალადობისგან. შეიძლება, ცესკო-ს წარმომადგენლებმა მიიღონ დამატებითი ტიპის ტრენინგები, დამატებითი ტიპის დახმარება, რომ მათი ადმინისტრაციული საქმიანობა იყოს გამართული. ჩვენი რეკომენდაცია, რომელიც ყველაზე ჯგუფსა და ყველა ადამიანზე ვრცელდება ეს არის შემდეგი -  თავი შეიკავეთ ძალადობისგან. მეორე რეკომენდაცია გახლავთ ტექნიკური სახის,  რომელიც ეხება საარჩევნო ადმინისტრაციას“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.

ლორა თორნტონმა მიმართა საქართველოს მოქალაქეებსაც, იაქტიურონ საარჩვენო პორცესში.

"მინდა,  მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს,   წადით არჩევნებზე, განახორციელეთ თქვენი მოქალაქეობრივი უფლება და მიეცით ხმა. მინდა,  მოვუწოდო აქტივისტებსაც,   შექმნან მშვიდი და კომფორტული გარემო, რათა  მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი არჩევანის გაკეთება",-აღნიშნა ლორა თორნტონმა.