დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის შეფასებით, განმეორებითი არჩევნები ოთხივე უბანზე მშვიდ გარემოში ჩატარდა. ამის შესახებ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე განუცხადა.
როგორც სუბარმა აღნიშნა, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შედეგს მიაღწია ”ქართულმა ოცნებამ” მარნეულში, თუმცა იცის, რომ ზუგდიდში დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვეს.
”აღსანიშნავია, რომ მარნეულში სიმშვიდის გარანტი პოლიციასთან ერთად იყო ადგილობრივი მოსახლეობა, უხუცესები, რომლებმაც თქვეს, რომ არ დაუშვებენ მათ სოფელში იმის გამეორებას, რაც გააკეთა 8 ოქტომბერს ”ნაციონალურმა მოძრაობამ”. მე ვიცი, რომ ზუგდიდში დამაჯერებელი უპირატესობით იგებს ”ქართული ოცნება”. იმედი გვაქვს, რომ აქაც მოვიგებთ, თუმცა ჯერ ხმის დათვლა არ დასრულებულა და ამიტომ წინასწარ პროგნოზებს არ გავაკეთებ. დარმწუნებული ვარ, ყველა მეორე ტურში გამარჯვება ჩვენი იქნება”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.