ჩვენს ოპონენტებს მარნეულში კუნთმაგარი ყმაწვილები ჰყავს მობილიზებული

ჩვენს ოპონენტებს მარნეულში კუნთმაგარი ყმაწვილები ჰყავს მობილიზებული

ჩვენს ოპონენტებს მარნეულში კუნთმაგარი ყმაწვილები ჰყავს მობილიზებული, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო რატიანმა ყიზილაჯლოში განაცხადა, სადაც არჩევნების პირველი ტურის განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა.

სერგო რატიანის განცხადებით, იყო ძალის და დაშინების დემონსტრაცია, მაგრამ ამის მიუხედავად, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მოახერხა თავისი ამომრჩევლის მობილიზება და მიიყვანა უბანზე.

”მთელი დღე აქ ვართ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არჩევნებმა შვიდ გარემოში ჩაიაროს, თუმცა ხედავთ, რომ ირგვლივ არის მობილიზებული პოლიცია და კუნთმაგარი ყმაწვილები ჰყავთ მობილიზებული ჩვენს ოპონენტებს. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ არჩევნებთან”, - განაცხადა რატიანმა ”რუსთავი 2”-ის ეთერში.

მისივე მტკიცებით, დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ამომრჩევლმა კომისიის თავმჯდომარის თვალწინ 41 შემოხაზა.

რატიანის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები ზუგდიდშიც დაფიქსირდა.

ამ წუთებში ყიზილაჯლოში ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს.