ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი ნება გამოეხატათ და საარჩევნო უბნებზე არჩევანი დაეფიქსირებინათ.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ აღნიშნა, ოთხივე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა და საუბნო-საარჩევნო კომისიებმა ხმის დათვლის პროცედურა დაიწყეს.
"მთელი დღის განმავლობაში, ოთხივე საარჩევნო უბანზე და განსაკუთრებით მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე, იმყოფებოდნენ დიდი რაოდენობის უფლებამოსილი პირები, მათ შორის, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციების დამკვირვებელი, ასევე საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვთხოვოთ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას, შექმნან ისეთი პირობები, რომ საუბნო-საარჩვნო კომისიის თითოეულმა წევრმა ხმის დათვლის პროცესის კანონშესაბამისად წარმართვა შეძლოს”, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.
საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საუბნო-საარჩევნო კომისიები დაასრულებენ ხმის დათვლის პროცედურებს, საუბნო- შემაჯამებელ ოქმებს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიღებისთნავე ატვირთავს ცესკო-ს შესაბამის ვებგვერდზე.