ყველა უბანზე ”ქართული ოცნების” კანდიდატი იმარჯვებს, თუმცა მეორე ტური აუცილებელი იქნება

ყველა უბანზე ”ქართული ოცნების” კანდიდატი იმარჯვებს, თუმცა მეორე ტური აუცილებელი იქნება

პარტია "ქართული ოცნების" ინფორმაციით, ყიზილაჯლოს, ჯიხაშკარისა და განმუხურის უბნებზე ”ქართული ოცნების" კანდიდატი იმარჯვებს, თუმცა, როგორც პარტიაში აცხადებენ, არჩევნების მეორე ტური აუცილებელი იქნება.

ამის შესახებ განცხადება ”ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.

”არჩევნები სრული სიმშვიდით წარიმართა და განსაკუთრებული დარღვევები არ ყოფილა. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდად და გამჭვირვალედ დასრულდა. პირველადი მონაცემებით, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული, ყველა უბანზე ”ქართული ოცნება” ლიდერობს, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მეორე ტურების გამართვა აუცილებელი იქნება, რომელიც 30 ოქტომბერს არის დაგეგმილი”, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში ყველა ოლქში, მათ შორის ზუგდიდსა და მარნეულში, ”ქართული ოცნების” კანდიდატები გაიმარჯვებენ.