ჯიხაშკარის 79-ე უბანზე ერთ-ერთი საჩივარი დამკირვებლის მიერ ამომრჩევლისთვის თვალის ჩაკვრის გამო დაიწერა

ჯიხაშკარის 79-ე უბანზე ერთ-ერთი საჩივარი დამკირვებლის მიერ ამომრჩევლისთვის თვალის ჩაკვრის გამო დაიწერა

ჯიხაშკარის 79-ე უბანზე ერთ-ერთი საჩივარი დამკირვებლის მეირ ამომრჩევლისთვის თვალის ჩაკვრის გამო დაიწერა.

ცესკო-ს ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯე“ ჯიხაშკარის 79-ე უბანზე დამკირვებლის მიერ ერთ-ერთი ამომრჩევლისთვის თვალის ჩაკვრის ფაქტს აპროტესტებს.

ორგანიზაციამ საჩივარი იმ არგუმენტით დაწერა, რომ დამკვირვებლემა თავალის ჩაკვრით ამომრჩეველს მიანიშნა, თუ ვინ უნდა შემოეხაზა.

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის განცხადებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ოთხივე საარჩევნო უბანზე სულ 11 საჩივარია დაწერილი, 8 საჩივარი მარნეულში, ხოლო ზუგდიდში დაწერილ 2 საჩივარს კიდევ ერთი დაემატა.