”ნაციონალური მოძრაობიდან” ვერც ერთი დეპუტატი დამატებით ვეღარ უნდა მოხვდეს მომავალ პარლამენტში

”ნაციონალური მოძრაობიდან” ვერც ერთი დეპუტატი დამატებით ვეღარ უნდა მოხვდეს მომავალ პარლამენტში

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანი კახი კალაძე ამომრჩევლებს მიმართავს, რომ არჩევნების მეორე ტურში იაქტიურონ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დამატებითი მანდატები ვერ მიიღოს.

როგორც კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, ამომრჩეველმა არ უნდა დაუჯეროს "ნაციონალური მოძრაობის" დემაგოგიას, რასაც ეს პარტია წლების განმავლობაში ახორციელებს.

"მინდა,  მივმართო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს - არ დაუჯერონ ”ნაციონალური მოძრაობის” სიცრუეს, დემაგოგიას, რასაც ისინი წლების განმავლობაში ახორციელებენ და დღესაც აგრძელებენ.  30 ოქტომბერს უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე, მივიღოთ გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს თავისუფლება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ყველამ ერთად,  ეს გადაწყვეტილება უნდა სწრაფი ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა, რომელსაც ყველა ქართველი მიიღებს.  ”ნაციონალური მოძრაობიდან” ვერც ერთი დეპუტატი დამატებით ვეღარ უნდა მოხვდეს მომავალ პარლამენტში”, - განაცხადა კახი კალაძემ