გივი თარგამაძე:   მარნეულის არჩევნებზე ხელისუფლება დაკავებული ადამიანებით მანიპულირებს

გივი თარგამაძე: მარნეულის არჩევნებზე ხელისუფლება დაკავებული ადამიანებით მანიპულირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის განცხადებით, მარნეულის არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლება დაკავებული ადამიანებით მანიპულირებს.

როგორც გივი თარგამაძემ 2030.news-ს განუცხადა, ძირითადი სამუშაოები ხელისუფლებამ არჩევნებთან დაკავშირებით 8 ოქტომბრამდე შეასრულა.

"მოგეხსენებათ ექვსი ადამიანი არის დაკავებული მარნეულში და შესაბამისად ხდება მათი ბედით მანიპულირება. პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ თუ მოიგებს აკმამედ იმამკულიევი, მაშინ მათი ბედი უფრო დამძიმდება. ეს ფაქტორი არსებობს. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა ადგილზე აღარ მოხდეს დარღვევები, რომ ადამიანებმა შეძლონ, მოვიდნენ უბანზე და თავისი ხმა დააფიქსირონ. იმედია, ჩვენ შევძლებთ ბოლომდე მშვიდობიანად დასრულდეს არჩევნები, და იმ ადამიანების ხმები, რომლებიც არჩევნებზე მივიდნენ დაფიქსირდეს ისე, როგორც არის რეალობაში," - განაცხადა გივი თარგამაძემ.