„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის  კანდიდატი სტუდენტებს შეხვდება

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი სტუდენტებს შეხვდება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული ოლქის  მაჟორიტარობის კანდიდატი  ნინო წილოსანი, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში, გურულ სტუდენტებს შეხვდება.

თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების  სტუდენტებთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალგაზრდებს გურიის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე და ამ მიმართულებით საკუთარ ხედვაზე ესაუბრება.

მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ამასთან,გაიმართება დისკუსია ლანჩხუთის,  ჩოხატაურის პოტენციალზე, ახალგაზრდების რეგიონში დაბრუნებისა და საკუთარი პოტენციალის ადგილზე გამოყენების თაობაზე.

შეხვედრა გაიმართება 23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში (მის: თბილისი, გუდიაშვილის ქ. 7).