სოფელ ყიზილაჯლოში ხმის მიცემის პროცესი დროებით შეწყდა.
როგორც 2030.news-ის ჟურნალისტი იუწყება, ამის მიზეზი ელექტროენერგიის გათიშვა გახდა.
საარჩევნო უბანზე აცხადებენ, რომ დაზიანება ადგილობრივად მოხდა იმ შენობაში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული.
ამ დროისთვის შუქის მიწოდება აღდგა.