საქართველოს მოქალაქეებისთვის ნორვეგიის სამეფოს ვიზის მიღება უფრო ხელმისაწვდომი გახდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ნორვეგიის სამეფოს ვიზის მიღება უფრო ხელმისაწვდომი გახდა

ნორვეგიამ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც სავიზო განაცხადების განხილვის კვოტები გაზარდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ნორვეგიის სამეფოს ვიზის მიღება უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

”ნორვეგიის საემიგრაციო დირექტორატმა განაახლა კატეგორიების შემადგენლობები და საქართველომ „ნარინჯისფერი კატეგორიიდან“ გადაინაცვლა „ყვითელ კატეგორიაში“, რაც ნიშნავს, რომ ამ ჯგუფში მყოფი ქვეყნების მოქალაქეების მიერ ნორვეგიის სამეფოში სავიზო განაცხადის უმრავლესობა დადებითად კმაყოფილდება. ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებსაც ნორვეგიაში გასამგზავრებლად ვიზა სჭრიდებათ, ნორვეგიის სამეფო კატეგორიებად ჰყოფს. ამ კატეგორიებში მოხვედრილი ქვეყნების ჩამონათვალი ყოველწლიურად გადაიხედება სხვადასხვა ქვეყანაში გატარებული ეფექტური სავიზო პოლიტიკის, უსაფრთხოების მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული სტაბილური პოლიტიკური ვითარების გათვალიწინებით”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.