ცესკო 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებს აქვეყნებს

ცესკო 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდისა და მარნეულის ოთხ საარჩევნო უბანზე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის აქტივობის მონაცემებს აქვეყნებს.

17:00 საათის მონაცემებით - მარნეულის 36-ე მაჟორიტარული ოლქის 48-ე უბანში, სოფელი ყიზილაჯლო 42.8% 615 ამომრჩეველია მისული.

ზუგდიდის 66-ე ოლქის 38-ე უბანი, - 34.3% 393 ამომრჩეველს აქვს საკუთარი არჩევანი გაკეთებული.

ზუგდიდის 66 ოლქის, 79-ე უბანი, სოფელი ჯიხაშკარი - 49.7%, 460 ამომრჩეველი უკვე მისულია.

ჯიხაშკარის 108-ე უბანზე უკვე 47.2% 365 ადამიანს აქვს არჩევანი გაკეთებული.