„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მარნეულში პოლიციას საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მარნეულში პოლიციას საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვს

”ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის აკმამედ იმამკულიევის ინფორმაციით, პოლიცია ამომრჩევლებს ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ავტომანქანით მისვლის საშუალებას არ აძლევს.

როგორც იმამკულიევმა აღნიშნა, პოლიციას სოფელში რამდენიმე გზა აქვს გადაკეტილი და მოსახლეობას განუმარტავს, რომ დაახლოებით 500-600 მეტრი ფეხით უნდა გაიარონ, რომ საარჩევნო უბანზე მოხვდნენ.

”არჩევნებზე მოდიან ხანდაზმული ადამიანები და მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ ამხელა მანძილის ფეხით გავლა. მე მოვუწოდებ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, მისცეს ბრძანება პოლიციას, რათა გახსნან გზები და ამომრჩეველს მისცენ საშუალება საარჩევნო უბანზე მოვიდნენ და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ. ხელისუფლება ხვდება, რომ არჩევნებს აგებს და აი, ასეთ მეთოდებს მიმართავს, რათა არ დაუშვან ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე”, - განაცხადა იმამკულიევმა.

მისივე თქმით, გზების გადაკვეტის შესახებ ინფორმაცია მას ყიზილაჯლოს მოსახლოებამ მიაწოდა.