ვალერიან გორგილაძე:  თამაზ ნავერიანი დამაჯერებლად გაიმარჯვებს

ვალერიან გორგილაძე: თამაზ ნავერიანი დამაჯერებლად გაიმარჯვებს

ანალიტიკოს ვალერიან გორგილაძეს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამაზ ნავერიანი, დღესაც და მეორე ტურშიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

მისივე თქმით, მარნეულში, განმეორებითი არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"თამაზ ნავერიანი დღესაც და 30 ოქტომბერსაც დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ლოგიკურია, რომ პოლიტიკურ ექსტრემიზმს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" და მისი წარმომადგენელი ახმედ იმამკულიევი ქადაგებს განდევნილი იქნება პოლიტიკური სივრციდან",- განაცხადა გორგილაძემ.

ვალერიან გორგილაძის თქმით, ის თამაზ ნავერიანის გამარჯვებაში დარწმუნებულია,  ახმედ იმამკულიევის შტაბი და "ნაცმოძრაობა" ბოლო დღეების განმავლობაში, ათეულობით ადამიანმა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საპარლამენტო არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ და სოფელ განმუხურის ერთ უბანზე, ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს.