"ყიზილაჯლოში, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს"

ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა შეფასებით, განმეორებითი არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ამომრჩევლები აცხადებენ, რომ საარჩევნო უბანზე მისულებმა საკუთარი პოზიცია ყოველგვარი გართულებების გარეშე დააფიქსირეს.

"ხმა მივეცი ჩვენს მომავალს. აქ სიმშვიდეა და არჩევნები გართულებების გარეშე მიმდინარეობს", - განაცხადა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი კენჭისყრა დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ საარჩევნო უბანზე და სოფელ განმუხურის ერთ საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. ასევე, განმეორებითი არჩევნებია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ საარჩვნო უბანზე.

ამასთან, ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგლებლების რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს. 

ცესკო-ს ინფორმაციით, განმეორებითი არჩევნები, ყველა უბანზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.